ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტში 24-28 აპრილის ჩათვლით წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მორიგი ლიტერატურის კვირეული გაიმართება, რომლის განმავლობაში უნივერსიტეტში საჯარო ლექციებს გამართავენ ცნობილი ქართველი მწერლები.
ლიტერატურის კვირეული დაიხურება საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსის - ფოლიოსადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებით და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენით, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზი - „ფოლიო“ და ფულადი ჯილდო გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ ლიტერატურის კვირეულის ტრადიციას 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი.
ყველას გიწვევთ საქართველოს უნივერსიტეტში შემდეგ ღონისძიებებზე:
24 აპრილი (ორშაბათი)
საჯარო ლექცია თემაზე: „ჟოზე სარამაგოს რომანი - იესოს სახარება“
სპიკერი - მწერალი, მთარგმნელი ბ-ნ მიხეილ ანთაძე (დასწრება თავისუფალია)
საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #116
დრო: 16:00 სთ
25 აპრილი (სამშაბათი)
საჯარო ლექცია თემაზე: „ქალი მსოფლიო ლიტერატურაში“
სპიკერი - მწერალი, ქ-ნ თამთა მელაშვილი (დასწრება თავისუფალია)
საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #116
დრო: 16:00 სთ
27 აპრილი (ხუთშაბათი)
საჯარო ლექცია თემაზე: „თანაგრძნობა თანამედროვე მსოფლიოში“
სპიკერი - სცენარისტი, ბ-ნ აკა სინჯიკაშვილი (დასწრება თავისუფალია)
საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #116
დრო: 16:00 სთ
28 აპრილი (პარასკევი)
ლიტერატურული კონკურსის - ფოლიოს გამარჯვებულის დაჯილდოება (დასწრება თავისუფალია)
საქართველოს უნივერსიტეტი IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 17:00 სთ